среда, 24 июня 2015 г.

ტრენინგის მეცხრე
         გავაკეთეთ პრეზენტაციები. ვისწავლეთ როგორ გავაკეთებინოთ მოსწავლეებს პრეზენტაციები. ვნახეთ ერთმანეთის პორთფოლიოები,გავაკეთეთ უკუკავშირი. .
         
           გავიარე ტრენინგი -პროექტზე დაფუძვნებული სწავლება.ტრენიბგი მიმდინარეობდა ძალიან ნაყოფიერად. ამ ხნის მანძილზე ვისწავლეთ ბლოგზე შესვლა,კომენტარების გაკეთება,ფოტოების ატვირთვა. ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა და მაკრატლის გამოყენება. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს  ერთერთი პროექტისთვის მნიშვნელოვანი  არის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომელზეც აგებულია მთელი პროექტი.ვისწავლეთ პრეზენტაციების გაკეთება,გავეცანით სხვადასხვა მოდულებს. ასევე ვისწავლეთ თუ როგორ გამოვიყენოთ პროექტებში ინტერნეტი. ვიმსჯელეთ თუ როგორ დაეხმარება ინტერნეტის  გამოყენება მოსწავლეებს ოცდამეერთე საუკუნისა  და მაღალი  სააზროვნო უნარების განვითარებაში.
    გავარკვიეთ მასწავლებლის ,როგორც ფასილიტატორის როლი  პროექტის მსვლელობაში. ვნახეთ შეფასების რუბრიკები,მოსწავლის ნაშრომები და სხვა.
      კმაყოფილი ვარ ტრენერის ენერგიული მუშაობით, ვიმედოვნებ,რომ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში.

воскресенье, 21 июня 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე
           განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. შევაფასეთ,რომელიც მორგებული იყო ჩვენს მიერ შექმნილ მოსწავლის ნაშრომზე. მოვაწესრიგეთ ჩვენი პორთფოლიოები. გავეცანით მოდულ შვიდს. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე-მასწავლებლის როლზე,როგორც ფასილიტატორზე. ვნახეთ ფასილიტაციის რესურსები
.

суббота, 20 июня 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე
        დღეს საუბარი გვქონდა შეფასებებზე.განვიხილეთ რესურსებში არსებული შეფასებები.ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივ ინტერესებზე,აღქმის სტილზე,ხუთ მოდალობაზე,ინტერპერსონალურ და ინტრაპერსონალურ  თვისებებზე.გავარკვიეთ თუ როგორ ვიმუშაოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან.ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და გავაკეთეთ უკუკავშირი.

воскресенье, 14 июня 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე
          დღეს საუბარი გვქონდა თუ როგორ გამოვიყენოთ პროექტებში ინტერნეტი. ვისაუბრეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი ჩვენს თემაში,რათა მოვახდინოთ კვლევის კოლაბორაცია და კომუნიკაცია. ვიმსჯელეთ თუ როგორ დაეხმარება ინტერნეტის გამოყენება მოსწავლეებს 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.  წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია ჯერ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი და მერე გავაკეთებინოთ მოსწავლეებს. მოვახდინეთ მოსწავლეების  სავარაუდო ნაშრომების  დათვალიერება. გავარკვიეთ თუ როგორ გვეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების  პასუხის  გაცემაში.დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.
              ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ავტვირთე ჩემი ნამუშევარი.კარგი იყო თანამშრომლობითი მუაობა ერთმანეთთან.

суббота, 13 июня 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე
     დრეს საინტერესოთ ვიმუშავეთ.გავეცანით პრეზენტაციებზე მუშაობას.ვისაუბრეთ უკუკავშირზე.ვისწავლეთ კომენტარების გასაკეთებელ ველზე  მუშაობა.გავეცანიტ საავტორო უფლებების დაცვის წესებს.დღე ნაყოფიერი გამოდგა.